სტიქიის ზონაში ვერტმფრენებმა მუშაობა დილამდე შეაჩერეს
ავიაციამ მუშაობა ცუდი ხილვადობის გამო დილამდე შეწყვიტა.
შეგახსენებთ,რომ ქართულ ვერტმფრენებთან ერთად ხანძრის ლოკალიზების
სამუშაოებში მონაწილეობენ თურქული, აზერბაიჯანული და ბელარუსული
ვერტმფრენები. ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა კი სალიკვიდაციო
სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ.