ბორჯომის ხეობაში ქარია, რაც ხელს უწყობს კერების გაღვივებას- ლევან იზორია
"ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ვერტმფრენიდან განგვეხორციელებინა
მონიტორინგი, თუ რა მდგომარეობაა.
მინდა ვთქვა, რომ პირველ დღეებთან შედარებით მდგომარეობა აშკარად
გამოსწორებულია,თუმცა კერები არსებობს და ხდება მათი იდენტიფიცირება,
რათა მოხდეს წერტილოვნად წყლის დასხმა, რაც შეიძლება დიდი
ინტენსივობით. თუმცა, ხელს არ გვიწყობს კლიმატური პირობები. ქარია
ბორჯომის ხეობაში, რაც უწყობს ხელს კერების გაღვივებას. თითოეული
უწყება აქტიურად არის ჩართული, რომ ჩვენი პარტნიორების ჩართულობით
მოხდეს ამ კერების ლოკალიზება. არც ერთი უწყება ძალ-ღონეს არ იშურებს,
რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ადამიანთა სიცოცხლე და
ჯანმრთელობა. ამ თვალსაზრისით ყველაფერი კეთდება მიმდებარე სოფლების
მოსახლეობის დაცვის მიზნით. თავდაცვის სამინისტრო მზად არის თავისი
შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი. რელიეფი
არის ძალიან რთული და მხოლოდ ცოცხალი ძალის შესაძლებლობაზე არ არის
დამოკიდებული ცეცხლის ჩაქრობა, როგორც იყო ატენის ხეობაში. ტექნიკის
მუშაობა და კლიმატური პირობების ხელშეწყობაა აუცილებელი იმისთვის, რომ
საბოლოოდ მოხდეს ცეცხლის ლოკალიზება და შემდეგ მისი ლიკვიდაცია"-
განაცხადა იზორიამ.
თავდაცვის მინისტრის განმარტებით, არსებული კერები არ არის
ძლიერი.
"კერების მასშტაბი არის მინიმალიზებული. კერებს აღვივებს ქარი და
წინასწარ განსაზღვრა თუ სად წარმოიქმნება კერა, წინასწარ შეუძლებელია"
- აღნიშნა მინისტრმა.