სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ პრეზიდენტის ბრძანება დამტკიცდა
პარლამენტმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს
სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ პრეზიდენტის ბრძანება
დაამტკიცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს საკანონმდებლო ორგანომ ქუთაისში
რიგგარეშე სხდომა გამართა.
საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების
გამოყენების შესახებ ბრძანებას მხარი 116-მა დეპუტატმა დაუჭირა.
წინააღმდეგი არც ერთი წასულა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტ გიორგი
მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის
მიზნით, სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით გუშინ მიმართა.