სტიქიის ზონაში წმინდა სინოდის წევრებმა პარაკლისი აღავლინეს
ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით დაბაში წმ.
გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი აღევლინა.
ღვთისმსახურება წმინდა სინოდის წევრებმა ჩაატარეს.8 ეპისკოპოსი
ბორჯომში დღეს ჩამოვიდა.ტაძარში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი გიორგი
კვირიკაშვილი.პარაკლისის გადახდის გადაწყვეტილება გუშინ სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიიღო.
"ჩამოვედით წმინდა სინოდის წევრები. გადავიხადეთ პარაკლისები ტაძარში.
შტაბში გავეცანით ვითარებას. ამ ურთულეს ვითარებაში ყველაზე მეტად
გვჭირდება ჩვენი ფიზიკური და სულიერი ძალების მობილიზება. ვამბობთ
ღმერთის გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ არ შეიძლება ადამიანების
ძალისხმევის გამორიცხვა. ადამიანის შრომაზე ბევრი რამეა დამოკიდებული,
ასევე ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურების შეთანხმებულ მუშაობაზე.
წარმატება ვუსურვეთ და ვლოცულობთ ყველა სამლოცველოში, რათა დავძლიოთ
ეს განსაცდელი. ამ განსაცდელს ერისა და ბერის ერთად დგომა სჭირდება.
ჩვენ ერთობით ყველაფერს დავძლევთ და იმედი მაქვს, რომ ამ
განსაცდელიდან უფრო დიდ გამოცდილებას მივიღებთ და კიდევ უფრო
გავძლიერდებით"- განუცხადა ჟურნალისტებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა
გრიგოლმა.