უახლესი ინფორმაცია სტიქიის ზონიდან
სტიქიის ზონაში მდგომარეობა ამ ეტაპზე კონტროლს ექვემდებარება.ადგილზე
ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები გრძელდება.
მუშაობს 6 ვერტმფრენი,მათ შორის სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო
ბელარუსიდან გამოგზავნილი ვერტმფრენიც.სტიქიის ზონაში ქართულ
მხარესთან ერთად მუშაობენ სამაშველო ბრიგადები აზერბაიჯანიდან და
სომხეთიდან.რაც შეეხება სოფელ დაბას,აქ მდგომარეობა დღეს
გაუმჯობესებულია, თუმცა ამ წუთებში ძლიერი ქარის გამო იმატა
დაკვამლიანებამ.საგანგებო შტაბში აცხადებენ, რომ მოსახლეობას საფრთხე
არ ემუქრება და ამ ეტაპზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ
არსებობს.