პრეზიდენტი ბორჯომის ხეობაში იმყოფება
პრეზიდენტი რამდენიმე წუთის წინ საგანგებო შტაბში მივიდა.
მარგველაშვილი პირადად ეცნობა, თუ როგორ მიმდინარეობს ხანძრის
სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი
კვირიკაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის
მინისტრი ლევან დავითაშვილი, ასევე ხელისუფლების სხვა
წარმომადგენლები.