"ბორჯომის ხეობაში ვითარება საიმედოა"- ლევან დავითაშვილი
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით,
ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია.
როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებს მართვის ოპერაციების ცენტრში
განუცხადა, სიტუაცია საიმედოა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.
"პრემიერის ხელმძღვანელობით 24 საათიან რეჟიმში მუშაობს შტაბი. მოხდა
რესურსების მაქსიმალურად მობილიზება და განაწილება. ატენის ხეობაში
ხანძარი ლიკვიდირებულია. ბორჯომის ხეობაში მიმდინარეობს ინტენსიური
სამუშაოები, რომელშიც ჩართულია ავიაცია, მძიმე ტექნიკა, 50-ზე მეტი
სახანძრო ბრიგადა. ძალიან მნიშვნელოვანია ამინდმა შეგვიწყოს ხელი.
ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა იმისთვის, რომ მთლიანად მოხდეს
ხანძრის ლოკალიზება საჭიროა ამინდის ხელშეწყობა. სიტუაცია არის
საიმედო და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებლია წინა დღეებთან შედარებით"-
განაცხადა დავითაშვილმა.