საქართველოს ხანძრის ლიკვიდაციაში დახმარებას გერმანია, საბერძნეთი და რუმინეთიც სთავაზობს
ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში
საქართველოს დახმარებას კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანა სთავაზობს.
აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთისა და ბელარუსის გარდა, რომლებიც
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე მონაწილეობენ, ქართული მხარის
დასახმარებლად მზადყოფნას გერმანია, რუმინეთი და საბერძნეთიც
აცხადებს.
ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში
გრძელდება.