სტიქიის ზონაში სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,
ბორჯომის ხეობაში მუშაობა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
პრემიერმა საგანგებო შტაბი ცოტა ხნის წინ დატოვა და მედიასთან მცირე
კომენტარი გააკეთა.
"მიმდინარეობს მუშაობა. მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება
სამუშაოები, არავითარი საშიშროება არ არის"- აღნიშნა პრემიერმა.