დაბაში ვერტმფრენებმა მუშაობა ცუდი ხილვადობის გამო შეწყვიტეს
ავიაცია მუშაობას ხვალ, დილის 06:00 საათიდან განაახლებს.
ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 2 თურქული, 1
აზერბაიჯანული და 2 ქართული ვერტმფრენი, ასევე თურქული თვითმფრინავია
ჩართული.
დღესვე ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებით,
საქართველოში ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი
სახანძრო ვერტმფრენი МИ-26, ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად
გამოფრინდა.