20:00 საათზე არსებული ვითარება სოფელ დაბაში
დღის მეორე ნახევარში ვითარება განსაკუთრებით გართულდა სოფელ
დაბაში,სადაც ხანძრის ახალი კერა გაჩნდა.
მოსახლეობის ნაწილმა მცირეწლოვანი ბავშვები სოფლიდან გაიყვანა,ნაწილი
კი საკუთარი სახლების დატოვებას არ აპირებს.სოფელი დატოვა
დამსვენებლების ნაწილმაც.ადგილობრივები აცხადებენ,რომ საჭიროების
შემთხვევაში სახლებს პირადად დაიცავენ.ადგილზე ავიაცია მუშაობს.ამ
დროს არსებული მონაცემებით დაბაში ვითარება კონტროლს
ექვემდებარება.სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან
სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და სპეციალური ტექნიკა, რომლებიც
უზრუნველყოფენ ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილებას.დაკვამლიანებამ
იკლო წაღვერშიც.ამ წუთებში დაბაში ჩვენი გადამღები ჯგუფი მუშაობს.