სომხეთიდან სამაშველო ძალებმა საზღვარი უკვე გადმოკვეთეს და საქართველოში იმყოფებიან
ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში
საქართველოს სომხური მხარეც დაეხმარება.
სომხეთმა საქართველოს დასახმარებლად 13 ერთეული სახანძრო–სამაშველო
ტექნიკა, აქედან 4 მაღალი გამავლობის მანქანა გამოყო. მათივე
ინფორმაციით, სამუშაოებში სომხეთიდან 65 მეხანძრე–მაშველი
ჩაერთვება.