საქართველოს დასახმარებლად ბელარუსმა ვერტმფრენი გამოგზავნა
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებით,ბელარუსის
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი სახანძრო ვერტმფრენი
МИ-26, ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად საქართველოში უკვე
გამოფრინდა.ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი
МИ-26, რომელიც ტვირთამწეობით გახლავთ მსოფლიოში ყველაზე დიდი
ვერტმფრენი, საქართველოში რამდენიმე საათში ჩამოფრინდება.