თურქული ავიაცია უკვე ბორჯომშია
ორი სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც საქართველოში თურქეთიდან
გამოიგზავნა, სტიქიის ზონაშია.
თურქული ვერტმფრენები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, სავარაუდოდ,
უახლოეს წუთებში ჩაერთვებიან.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში 5 ვერტმფრენი
მუშაობს.ვერტმფრენები სტიქიის ზონაში მუშაობას დაღამებამდე შეძლებენ.
ღამის საათებში ისინი მუშაობას შეწყვეტენ, დილიდან კი ისევ
განაახლებენ.