ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტიქიასთან ბრძოლაში დაეხმარება
ბორჯომში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში საქართველოს
დასახმარებლად ამერიკის შეერთებული შტატებიც მზადაა.
შესაბამისი განცხადება მედიასთან ცოტა ხნის წინ საქართველოში ამერიკის
შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ გააკეთა.
"ჩვენ გვქონდა მჭიდრო კავშირი საქართველოს მთავრობასთან გუშინდელი
დღიდან მოყოლებული და ეს კავშირი დღესაც გაგრძელდა. სიტუაცია არის
რთული, ხანძრის ლიკვიდაციაში ძალიან ბევრი მეხანძრეა ჩართული და
ზოგადად არის რთული სიტუაცია. ჩვენ, როგორც საქართველოს პარტნიორებს,
გვსურს მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ საქართველოს ამ ძალისხმევაში,
რომ მოახდინოს ხანძრის ლიკვიდაცია. ჩვენ გავაგზავნეთ დამატებითი
მოთხოვნა და დავუკავშირდით ამერიკელი სამხედროების ევროპულ სარდლობას,
რომელიც გერმანიაშია. ასევე USAID-ს
და ვიკვლევთ იმ შესაძლებლობებს, კიდევ რითი შეგვიძლია დავეხმაროთ
საქართველოს ამ ძალისხმევაში. ვიცით, რომ მეზობელი ქვეყნები
დაეხმარნენ საქართველოს და გამოგზავნეს გარკვეული ტიპის ტექნიკა. ჩვენ
დავრჩებით მჭიდრო კონტაქტზე და კავშირზე საქართველოს მთავრობასთან.
ჩვენი ფიქრებით და ლოცვებით ვართ მამაც მეხანძრეებთან, რომლებიც
ებრძვიან ამ სტიქიას. ეს არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი
მხარე" - განაცხადა იან კელიმ.