რუსეთმა ხანძრის ლიკვიდაციაში საქართველოს დახმარების სურვილი გამოთქვა
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადასტურებს, რომ რუსეთმა
ბორჯომში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს
დახმარების სურვილი გამოთქვა.
როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული მხარე
"აბსოლუტურად ყველა ვერსიას და ვარიანტს განიხილავს", ვინაიდან
სტიქიისგან მოსახლეობის დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.
"ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მოსახლეობა დავიცვათ ამ
სტიქიისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა განვიხილოთ აბსოლუტურად ყველა
ვერსია და ვარიანტი. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, რუსულმა მხარემ
გამოთქვა მზადყოფნა, უბრალოდ არსებული დახმარების პირობებში, ეს
დახმარება არ გახდა საჭირო. ჩვენ არსებული ძალებით ამ ყველაფერს
აუვალთ. არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი არ არის. მოსახლეობა მინდა
დავამშვიდო, რომ იქნება დაცული ცეცხლისგან", - განაცხადა
კვირიკაშვილმა.