დაბაში ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში სომხეთიც ერთვება
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა,
სომხეთიდან რიგი ეკიპაჟები უკვე გზაშია.
"ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი პირველი დახმარება
აზერბაიჯანისგან. დღის ბოლოს ჩამოფრინდება უკვე ძალიან მოცულობითი,
დიდი სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან - თურქეთის პრემიერ-მინისტრმა
მიიღო ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ მათ თვითონ აქვთ ეს
პრობლემა. მე მინდა ასევე ვთქვა, რომ სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება
და მთელი რიგი ეკიპაჟები გზაშია და ჩამოდიან", - განაცხადა გიორგი
კვირიკაშვილმა.