სატყეო სააგენტოს ინფორმაციით ამ დროისთვის ბორჯომში 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი
ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა თორნიკე
გვაზავამ განაცხადა.
როგორც მან
აღნიშნა, ძლიერი ქარის გამო ხანძრის ახალი კერები ჩნდება, თუმცა მათი
ლოკალიზება დროულად ხერხდება.
”ძლიერი
ქარის გამო ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ყველანაირად ვცდილობთ,
რომ ლოკალიზება მოვახდინოთ. შექმნილია პრემიერის ხელმძღვანელობით
საგანგებო შტაბი. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა.
გაკეთდა გზები, შევიყვანეთ ტექნიკა და ყველანაირი გზით ვებრძვით
სტიქიას. მე ვფიქრობ, 12 ჰექტარზე მეტია ამ ეტაპზე დამწვარი ხანძრის
შედეგად”, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს
ხელმძღვანელმა.
მისივე
თქმით, ხანძრის ახალი კერების გაჩენის შედეგად ახალი ნარგავებიც
დაიწვა.