ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქული ავიაცია რამდენიმე საათში ჩაერთვება
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის
ინფორმაციით,ვერტმფრენები საქართველოში დილით უამინდობის გამო ვერ
გამოფრინდნენ, თუმცა ისინი უკვე ჰაერში არიან და რამდენიმე საათში
ბათუმში იქნებიან.
"თურქული ვერტმფრენები რამდენიმე საათში იქნებიან ბათუმში, შემდეგ
უკვე შემოუერთდებიან ადგილზე ჩვენს ავიაციას და მათთან ერთად
გავაგრძელებთ ხანძრის ლოკალიზებას" - აღნიშნა მღებრიშვილმა.
ამ ეტაპზე ადგილზე 3 ვერტმფრენი მუშაობს.