დაბაში ცოცხალი ძალის სახით ამ დროისთვის 800-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.
ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან
საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500
თანამშრომელი ჩაერთო.
შესაბამისად, სტიქიის ზონაში ცოცხალი ძალის სახით ამ დროისთვის 800-ზე
მეტი ადამიანი მუშაობს.
"წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში
ჩართული იყო 300-მდე მეხანძრე. ასევე, დღეს დილით მათ შეუერთდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის
500 თანამშრომელი. პროცესში ასევე ჩართულია შსს-ს ორი და აზერბაიჯანის
რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ერთი ვერტმფრენი,
რისთვისაც მადლობას ვუხდი.
ამ ეტაპზე ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, მაგრამ
უკეთესობა გვაქვს იმასთან შედარებით, რაც წუხელ გვქონდა. მე იმედს
ვიტოვებ, რომ ამინდი ხელს შეგვიწყობს და მოგვეცემა იმის საშუალება,
რომ მოვახდინოთ ხანძრის ჯერ ლოკალიზება, შემდეგ ლიკვიდაცია" -
განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა