ახალციხიდან მძიმე ტექნიკას ელიან- ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება
დაბაში ახალციხიდან მძიმე ტექნიკას ელიან,რომელიც სოფელ ყვიბისში
ალტერნატიულ გზას გაწმენდს,საიდანაც სახანძრო-სამაშველო სამსახური
ტექნიკით გადაადგილებას და ცეცხლის ლოკალიზებას შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის
თანამშრომლები ამ დროისთვის ფეხით გადაადგილდებიან,ვინაიდან ადგილზე
ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება.ხანძრის საბოლოო ლოკალიზებას დილით
ვარაუდობენ,როდესაც ვერტმფრენი მუშაობას განაახლებს.ადგილობრივები
ხანძრის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ადგილზე თხრილებს
ქმნიან.აცხადებენ,რომ დასახლებულ პუნქტებში ხანძრის გავრცელების
საფრთხე არ არსებობს.