რეაგირება სიუჟეტის შემდეგ - საკირეში გზის პრობლემა მოგვარდება
20:37 / 11.08.2017
სამანქანო გზა, რომელიც სამ სოფელს ქალაქის ცენტრთან აკავშირებს, მალე
რეაბილიტირებული იქნება.
სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. სტიქიის შედეგად
დაზიანებული გზის აღდგენას მოსახლეობა ითხოვდა, ამის შესახებ
ტელეკომპანია "ბორჯომმა" სიუჟეტი არაერთხელ მოამზადა. რეპორტაჟში
ნახსენები იყო სტიქიის შედეგად თითქმის დანგრეული გურეშიძეების
საცხოვრებელი სახლიც. ღია ცის ქვეშ დარჩენილი ოჯახი დახმარებას
ითხოვდა. სიუჟეტის შემდეგ გურეშიძეებმა კომპენსაცია მიიღეს.
სოფელ საკირეში ამ დროისთვის სასაფლაომდე მისასვლელი გზის
რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, რომელიც ასევე სტიქიამ დააზიანა. ორივე
ინფრასტრუქტურული პროექტი ოქტომბრის პირველ ნახევარში უნდა დასრულდეს,
რაზეც მთლიანობაში 1 მილიონი ლარი დაიხარჯება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.