NDI - ის გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ინფორმაციის მიღების ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო ტელევიზიაა
NDI-ის კვლევის თანახმად გამოკითხულთა უმრავლესობისთვის
ინფორმაციის მიღების ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო ტელევიზიაა.
73% პოლიტიკასა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას
ტელევიზიიდან იღებს. გამოკითხულთა 19% ინტერნეტიდან, გამოკითხულთა 3%
მეზობლების, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან. 1% გაზეთებიდან და
ჟურნალებიდან.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის
პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს
წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა (ოკუპირებული
ტერიტორიების გამოკლებით).
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2%-ია. NDI-ის
კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით
ხორციელდება და CRRC საქართველო ატარებს.