NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას
NDI-ს კვლევის გამოკითხულთა უმრავლესობა, 37% აცხადებს, რომ მის
შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.
23%-ის თქმით, მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ”ქართული ოცნება”
დგას. გამოკითხულთა 9% აცხადებს, რომ ”ნაციონალური მოძრაობა”, 4%-ის
თქმით, „ევროპული საქართველო“, ასევე, გამოკითხულთა 4%-ის თქმით,
„პატრიოტთა ალიანსი“, ხოლო 3%-ის თქმით, „ლეიბორისტული პარტია“.
გამოკითხულთაგან 13%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის და პასუხზე უარი
განაცხადა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის
პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს
წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა (ოკუპირებული
ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის
+/- 2,2%-ია.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით ხორციელდება და CRRC საქართველო ატარებს.