ხვალ ბორჯომის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივნისს 12:10-დან
17:10 საათამდე პერიოდში 1 საათით ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდება 1693 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში: მზეთამზე,
წაღვერი, კიმოთი, ცემი, პატარა მიტარბი, ბაკურიანი, სადგერი, დაბა,
ლიბანი და აგრეთვე, ქ. ბორჯომში, სარეაბილიტაციო სამუშაოების
დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ
რეჟიმში.