უფასო ატრაქციონები ბავშვებისთვის - ბორჯომის პარკი გაიხსნა
16:42 / 01.06.2017
დღეს, ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკი ოფიციალურად გაიხსნა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ატრაქციონები
მთელი დღის განმავლობაში უფასოდ მუშაობდა. უფასო იყო პარკში
შესვლაც.
რაც შეეხება ატრაქციონების ფასებს, მიმდინარე სეზონზე უცვლელი რჩება.
დამსვენებლებს პარკში შესასვლელად, 2 ლარის გადახდა მოუწევთ. პარკში
შესვლა უფასოა ბორჯომელებისთვის, 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის,
პენსიონერებისთვის, შშმ პირებისთვის, ომის ვეტერანებისთვის და
სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის. 50%-იანი ფასდაკლება
ხორციელდება 16 წლამდე მოზარდებსა და სტუდენტებზე.
ბორჯომის პარკში იმედოვნებენ, რომ უამინდობას ზაფხულის ცხელი დღეები
ჩაანაცვლებს. ისინი ბევრი დამსვენებლისა და წარმატებული სეზონის
მოლოდინში არიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.