დღეს წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეა
1 ივნისს, მართმადიდებლური ეკლესია მოციქულთასწორის და ქართველთა
განმანათლებელის წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს.
ნინოობა ქართველი ერისათვის უდიდესი დღესასწაულია, რადგან წმიდა ნინო
ქართველთა განმანათლებელია. საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო
რელიგიად გამოცხადდა, როდესაც ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევითა და ვაზის
ჯვრის ძალით წმიდა ნინო კაბადოკიელმა ქართლში იქადაგა.
ყოვლად წმინდა ქალწულის მინიშნებით ქართველთა ერის ქრისტეს ნათლით
გასნათლებლად ივერიისკენ მოციქულთა სწორი ქალწული ნინო
გამოემართა.
წმინდა ნინო ქალწულმოწამეებთან: რიფსიმესთან, გაიანესა და მათ
ორმოცდაათ თანამოღვაწესთან ერთად სომხეთში ჩავიდა. წმინდა ქალწულთა
მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ნინო ღვთაებრივი გამოცხადებით
ფარვანის ტბას მიაუახლოვდა და ჯავახეთის მთებით საქართველოში
შემოვიდა. "ვარდი და ნუში ყუაოდა მას ჟამსა", "მთანი ჩრდილოსანი" კი,
მიუხედავად ვარდობისთვისა, "სავსენი ჩნდეს თოვლითა და ჰაერითა
სასტიკთა".
საქრთველოს სამოციქულო ეკლესია წმინდა მოციქულთასწორ ნინოს
საქართველოში შემოსვლას დიდი ზეიმით აღნიშნავს. გარდა ამისა ამ დღისა,
საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია წმინდა ნინოს იხსენიებს მისი
მიცვალების დღეს 14 (27) იანვარს.