მოსახლეობის ნახევარი მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება - NDI
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, ქვეყნის
მიმართულებასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია.
უმრავლესობა (72 %) თანხმდება, რომ ქვეყანა ახლა საცხოვრებლად უკეთესი
ადგილია, ვიდრე 15 წლის
წინ. მოსახლეობა, ასევე, ოპტიმისტურად არის განწყობილი მომავლის
მიმართ: 69% მიიჩნევს, რომ შემდეგი თაობა უკეთ იცხოვრებს.
საზოგადოების აზრი ორად არის გაყოფილი იმის თაობაზეც, ახორციელებს თუ
არა არსებული ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს: ამ
მოსაზრებას 50 % ეთანხმება, 48% კი - არა. საერთო ჯამში, მოქალაქეები
ქვეყნის პოლიტიკური ლიდერებისა და სამინისტროების საქმიანობას
საშუალოდ აფასებენ, ხოლო პოზიტიური შეფასებების მაჩვენებელი
დაბალია.
საველე
სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული
ტერიტორიებისა) ჩატარდა 2017 წლის 7 – 28 აპრილის პერიოდში,
გამოიკითხა 2,493 ინტერვიუერი. საშუალო ცდომილების ზღვარი არის 2.7
+/- %.
კვლევა
NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ ჩატარდა, რომელიც ხორციელდება
დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.