"350 საქმიდან 30 დისკრიმინაციულ ფაქტს შეიცავდა" - სახალხო დამცველი
კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ", მიღებიდან
3 წელი გავიდა. ამ პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატმა 350 საქმე
შეისწავლა.
30 შემთხვევაში დისკრიმინციის ფაქტი დადგინდა. უჩა ნანუაშვილის
განმარტებით, დისკრიმინაციის საფუძველი ძირითადად პოლიტიკური და
რელიგიური შეხედულებები, სექსუალური ორიენტაცია, ეთნიკური
წარმომავლობა და ხშირ შემთხვევაში შშმ პირების უფლებების დარვევა
იყო.
ომბუდსმენმა კანონის შეფასებისას, მისი ამოქმედების შემდეგ გამოვლენილ
დარღვევებზეც ისაუბრა და აქცენტი კერძო სექტორზე გააკეთა. ნანუაშვილის
თქმით, ასეთ კომპანიებს სახალხო დამცველთან თანამშრომლობისა და
შესაბამისი საბუთების მიწოდების ვალდებულება არ აქვთ, რაც ხშირ
შემთხვევაში საქმის გამოძიებას აფერხებს. თუმცა ომბუდსმენი აქვე
აცხადებს, რომ რამდენიმე კერძო კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად,
ფეხმძიმობის მოტივით სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომელი
თანამდებობაზე აღადგინეს.