ახალციხის მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
ახალციხის მოსახლეობას დილიდან ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. როგორც
კომპანია "ინტერგაზის" დირექტორი აცხადებს, მიზეზი გეგმიური
სამუშაოებია.
ვასილ აბულაძის განმარტებით, ცენტრალურ ქსელზე სოფელი ჭაჭარაქი უნდა
დააერთონ, რის გამოც წნევა დაეცა.
კომპანია "ინტერგაზის" ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება დღესვე,
13:00 საათისთვის აღდგება.
წყარო: მე-9 არხი