ახალი ამბები
მიმდინარე წელს ოჯახში ძალადობას 4 ქალი ემსხვერპლა - სახალხო დამცველი
მიმდინარე წელს, ჩვენი მონაცემებით, ფემიციდის 4 შემთხვევა მოხდა. გასულ წელს 21, ხოლო 2015 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 16 ქალი იქნა მოკლული,
- ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელ ერიკა კვაპილოვასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ომბუდსმენის თქმით, მისი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო კანონში ფემიციდის შესახებ სპეციალური ნორმის გაჩენა გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა ქვეყანაში.

უჩა ნანუაშვილის განმარტებით, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის გაზიარება პარლამენტის მხრიდან, სამწუხაროდ, არ მოხდა.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტზე ისაუბრებს.

"ქალთა მიმართ ძალადობის, განსაკუთრებით კი გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების მასშტაბები კვლავ შემაშფოთებელია. სულ რამდენიმე დღის წინ ქმარმა გულ-მკერდის არეში დანით მიყენებული 8 ჭრილობის შედეგად ადგილზე მოკლა ცოლი და ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომლის შესახებაც 2017 წელს შევიტყვეთ. პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, არ არსებობს სახელმწიფოს ერთიანი ხედვა შემთხვევათა პრევენციის რისკების შეფასების მექანიზმებისა და განმეორებითი ძალადობის შემთხვევათა თავიდან აცილების შესახებ. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ კვლავ არ ხდება დეტალური სტატისტიკური მონაცემების წარმოება, ანალიზი და მათზე დაყრდნობით პრევენციული ღონისძიებების წარმართვა", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, ქალთა მიმართ ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ჯერ კიდევ 2015 წელს მოუწოდა სახელმწიფოებს მიზანმიმართულად იმუშაონ გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების პრევენციაზე, შექმნან ფემიციდის შემთხვევებზე ეფექტიანი ზედამხედველობის სისტემა, ყოველი წლის 25 ნოემბერს კი წარმოადგინონ შემთხვევათა დეტალური ანალიზი.

უჩა ნანუაშვილის თქმით, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

"ვაცნობიერებთ რა ფემიციდის, როგორც დანაშაულის სიმძიმესა და უარყოფით გავლენას ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ვიზიარებთ რა გარემოს სპეციალური მომხსენებლის რეკომენდაციას, ვაცხადებთ, რომ სახალხო დამცველი იქნება ის ინსტიტუტი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ყველა შემთხვევას მისთვის კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

უჩა ნანუაშვილს ფემიციდის შემთხვევებზე ზედამხედველობის განხორციელებისას სახელმწიფო არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის მოლოდინი აქვს.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.