ძალადობა ოჯახში და სასამართლო სტატისტიკა [ინფოგრაფიკა]
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის, ქუთაისის,
ბათუმის, გორისა და თელავის სასამართლოების სისხლის სამართლის
საქმეების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა:
"ოჯახში ძალადობა, ოჯახური დანაშაული და ქალთა მიმართ ძალადობა."
ანგარიშში, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, საუბარია მამაკაცის
მიერ ქალის ცემის, ფეხმძიმე ცოლის მიმართ განხორციელებული ძალადობის,
ბენზინის გამოყენებით ქალის დაწვის, სერიოზული ფსიქოლოგიური
ძალადობის, მოკვლის მუქარისა და ოჯახის ფარგლებში ძალადობის
განხორციელების სხვა შემთხვევებზე.