საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. საქსტატის სერვისებზე, კვლევებსა და სტატისტიკაზე, სამსახურის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო სექტორის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამცხე–ჯავახეთის შვიდივე მუნიციპალიტეტიდან. საქსტატის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეების კითხვებს უპასუხეს. აღმასრულებელმა დირექტორმა საქსტატის სამომავლო გეგმებსა და სიახლეებზე ისაუბრა. მერი დაუშვილის განცხადებით, ისინი მომხმარებლების მოთხოვნებისა და საჭიროების შესწავლას აპირებენ. მსგავსი სახის ღონისძიება უკვე გაიმართა თელავში. ორგანიზატორების თქმით, საინფორმაციო კამპანია ყველა რეგიონში ჩატარდება.