საზოგადოება
1–ლი აპრილიდან ახალციხის ციხის კომპლექსში შესასვლელი ბილეთის ფასი იცვლება.
ამის შესახებ განცხადებას ციხის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტორები კომპლექსის ზედა ნაწილის დათვალიერებაში 5 ლარის ნაცვლად ექვს ლარს გადაიხდიან. შეღავათები ისევ მოქმედებს სტუდენტებზე, რომლებიც 3 ლარს გადაიხდიან და მოსწავლეებზე, რომელთაც 2 ლარის გადახდა მოუწევთ.

ამასთან, ქართულენოვანი გიდის მომსახურება 10 ლარი ღირს, ხოლო უცხოენოვანი ვიზიტორებისთვის – 20 ლარი.

შესაბამისი მოწმობის წარდგენით, ციხის ორივე ნაწილის დათვალიერება შემდეგი კატეგორიის ვიზიტორებისთვის უფასოა: ICOM-ის წევრებისათვის, საქართველოსა და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომელთათვის, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, 6 წლამდე ასაკისა და მიუსაფარი ბავშვებისათვის, სოციალურად დაუცველ პირთათვის, ომის ვეტერანებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

ციხის კომპლექსში შესასვლელი ბილეთის ახალი ღირებულება 2017 წლის 21 მარტის ბრძანების საფუძველზე დადგინდა, რომელსაც ხელს დირექტორი ზაზა თამარაშვილი აწერს.
წყარო: ახალციხის ტელეკომპანია მეცხრე არხი

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.