ადიგენში სოფლების მაღალმთიანი სტატუსის გარეშე დარჩენას აპროტესტებენ
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა გამგეობის შენობასთან
საპროტესტო აქციას მართავს.
ადგილობრივები სოფლების მაღალმთიანი სტატუსის გარეშე დარჩენას
აპროტესტებენ. მათი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დარჩენილი ათი
სოფლისთვის სტატუსის მისანიჭებლად არაფერი გააკეთა.
მოსახლეობას ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ძაძამია
შეხვდა.
მაღალმთიან ზონაში ამ დროისათვის შემდეგი სოფლები ვერ მოხვდა:
ლელოვანი, იმერთუბანი, ზარზმა, იჯარეთი, კახარეთი, ღორძე, სამყურე,
საღრძე. პატარა სმადა და ბოლაჯური.
წყარო: ტელეკომპანია "მეცხრე არხი"