8 მარტს, ბორჯომში ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს
ხვალ, 8 მარტს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, საზოგადოებრივი
ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
ავტობუსები შემდეგი მიმართულებით იმოძრავებენ: ლიკანი, არდაგანი,
ახალი უბანი, სოფელი ყვიბისი. ასევე უფასოდ მოემსახურება მოსახლეობას
სოფელ კორტანეთისა და სოფელ ცემის ავტობუსები.