რა რისკების წინაშე შეიძლება დადგეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა- MDM ანგარიში
ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლების სრულფასოვნად მოცვის
გარეშე, ელიმინაცია ვერ განხორციელდება
-ამის შესახებ თანასწორგანმანათლებელთა მხარდაჭერაზე დაფუძნებული
საპილოტე პროგრამის ანგარიშშია ნათქვამი, რომლიც "მსოფლიო
ექიმები-საფრანგეთის" საქართველოს წარმომადგენლობამ, "ახალ ექტორთან"
და კლინიკა "ნეოლაბთან" ერთად განახორციელა.
დოკუმენტის მიხედვით, ელიმინაციის პროექტის წარმატებით
განხორციელებისთვის, საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს
ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებზე, რადგან ჰეპატიტის გავრცელების
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, დაახლოებით 70% სწორედ ამ ჯგუფში
ფიქსირდება. პროქტის განმახორციელებლები, აღნიშნავენ, რომ ხშირად
ადამიანებს დიაგნოსტიკის ხარჯების ნაწილის დაფარვის საშუალებაც არ
აქვთ, რის გამოც ვერ ერთვებიან პროგრამაში. მათი თქმით, ინფიცირებული
მოქალაქეების გამოვლენისა და მკურნალობით, მათი მაქსიმალურად მოცვის
გარეშე ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საბოლოო ამოცანა მიუღწეველი
იქნება.
საქართველოში ელიმინაციის პროგრამის ხელმძღვანელი კარგად იცნობს
ანგარიშში დასახელებულ რისკებს. ჯულიეტ მორგანის თქმით, სახელმწიფომ
ელიმინაციის პროგრამის ეფექტურად ფუნქცინირებისთვის მნიშვნელოვანი
ნაბიჯები უკვე გადადგა, თუმცა ამ ეტაპზე არსებობს, სირთულეები
რომლების გადაჭრაც აუცილებელია.