ბორჯომის ნაწილს დღეს ელ. ენერგიის მიწოდება შეეზღუდება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას"
აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც
ტელეკომპანია "ბორჯომს" "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს,
ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 12:00 საათიდან 16:00
საათამდე ელ. ენერგია არ მიეწოდება 5730 აბონენტს, ბორჯომის ცენტრალურ
ნაწილში - სილამაზის ხიდიდან ვაშლოვანის დასახლებამდე მცხოვრებ
მოსახლეობას, ასევე ახალდაბას, ყვიბისსა და რველს.