"როგორ დავიცვათ მიუსაფარი ბავშვები ავტოსაგზაო შემთხვევებისგან" - ახალი პროექტი იწყება
ირაკლი იზორიას თქმით, 2016 წელს ავარიისას 1000-ზე მეტი ბავშვი
დაშავდა, ხოლო 17 დაიღუპა, უცნობია რამდენი იყო მათ შორის მიუსაფარი.
მიუსაფარმა ბავშვებმა საგზაო უსაფრთხოების წესები არ იციან, რაც
ავტოსაგზაო შემთხვევებში მათი მონაწილეობის რისკს ზრდის. ამის შესახებ
ფონდი ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორმა
განაცხადა.
იზორიას განცხადებით, რისკების შემცირების მიზნით, ფონდი ახალ პროექტს
იწყებს, რომლის ფარგლებში მიუსაფარი ბავშვებისთვის საინფორმაციო
ბუკლეტები დამზადდება. მათ ასევე გადაეცემათ ამრეკლი სამკლაურები, რაც
მძღოლებს ღამის პერიოდში მათი დროული დანახვის საშუალებას
მისცემს.
პროექტს ფონდი ,,უნისეფისა" და სოციალური მომსახურების სააგენტოს
მხარდაჭერით ახორციელებს.