საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 11 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველომ მიმდინარე თვეს დედაქალაქში 110 ინსპექტირება და 140 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება განახორციელა, მათ შორის, 83 ხორცის სარეალიზაციო ობიექტში. აგრეთვე, შემოწმდა ფრინველთა და ცხოველთა სასაკლაოები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები და აგრარული ბაზრები.

კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 11 ბიზნესოპერატორს: 3 სასაკლაოს, 4 ხორცის საბითუმო სარეალიზაიციო ობიექტს, 3 საზოგადოებრივი კვების ობიექტს, 1 აგრარულ ბაზარს.

სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის, ხორცის ეტიკეტირების წესის დარღვევისა და გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის გამო დაჯარიმდა 34 ბიზნესოპერატორი.

"მომხმარებელთა ინტერესების დაცვის და სურსათის უვნებლობის სტანდარტების უზრუნველყოფისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მალფუჭებადი სურსათის - ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების შესაბამისობის დადგენას ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. აგრეთვე, ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, გაგრძელდება საინფორმაციო შეხვედრები ბიზნესოპერატორებთან,"- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.