"აუცილებელია თამბაქოს მავნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება" - უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის თქმით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მყისიერად უნდა
უზრუნველყოს, თამბაქოს მავნებლობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების
ამაღლება.
საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 30%-ზე მეტი მწეველია, ხოლო 3-დან
11 წლამდე ასაკის ბავშვების 60% თამბაქოს კვამლის მავნე, მეორადი
ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, თამბაქოს კონტროლის სფეროში
არსებული მდგომარეობა სახარბიელო არ არის. იმის მიუხედავად, რომ
სამუშაო თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა მიჩნეულია
ჰაერის დაბინძურებად, მოქმედი საკანონმდებლო ნორმები ვერ უზრყნველყოფს
თამბაქოსგან თავისუფალ გარემოს.
სახალხო დამცველის ანაგირშის თანახმად, თამბაქოს რეალიზაციისა და
მოხმარების წესების დარღვევის უმრავლესობა გამოვლენილია 2013 წლის
მაის-ივნისსა და 2014 წლის პირველ კვარტალში, ხოლო 2015 წელს თამბაქოს
რეალიზაციისა და მოხმარების წესების დარღვევის მხოლოდ 2
შემთხვევა.
დასკვნაში მოყვანილი შენიშვნების ნაწილს იზიარებს პარლამენტის წევრი
უმრავლესობიდან, დავით მათიკაშვილი. მისი თქმით, ხელისუფლებამ ამ
მიმართულებით კონტროლი უნდა გაამკაცროს.