საზოგადოება
საჯარო რეესტრი "ბლოკჩეინ" ტექნოლოგიის დანერგვის მეორე ეტაპს იწყებს
შესაბამის მემორანდუმს ხელი საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ და კომპანია „ BitFury “-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ვავილოვმა მოაწერეს.


BitFury Group-თან თანაშრომლობა საჯარო რეესტრმა 2016 წლიდან დაიწყო. საჯარო რეესტრმა კომპანია „BitFury“-ის სპეციალისტებთან ერთად უძრავი ქონების რეგისტრაციის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემის საცდელი პროექტი შეიმუშავა. განხორციელდა პროექტის რეალურ რეჟიმში ამოქმედებისთვის საჭირო ტექნიკური და სხვა მოსამზადებელი სამუშაოები. თანამშრომლობის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა.

2017 წლიდან, საჯარო რეესტრი BitFury Group-თან თანამშრომლობის მეორე ეტაპს იწყებს, რაც საცდელი პროექტის რეალურ რეჟიმში ამოქმედებას და სმარტ კონტრაქტების დანერგვას ითვალისწინებს.

“იუსტიციის სამინისტრო საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების კუთხით ერთ-ერთი მოწინავე უწყებაა. ვფიქრობთ, 21-ე საუკუნის ეს მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც პრაქტიკული კუთხით, ისე საერთაშორისო დონეზე ქვეყნის წარმოსაჩენად. საჯარო რეესტრი მსოფლიოში უახლეს ტექნოლოგიას გამოიყენებს, რომელიც ნებისმიერი სისტემის უსაფრთხოების გარანტორია და უზრუნველყოფს განხორციელებული ტრანზაქციების დაცულობას, გამჭვირვალობასა და მოქნილობას. პროცესი არის ელექტრონული, რაც გულისხმობს ადამიანური რესურსის ჩაურევლობას, რაც თავისთავად მის დაცულობას და ხელმისაწვდომობას მოიცავს. ტრანზაქცია რომელიც ბლოქჩეინ სისტემაში მოხვდება იქნება ელექტორნული წესით, რამდენიმე ადგილას დაცული“ -აღნიშნა პაპუნა უგრეხელიძემ.

უძრავი ქონებისა და ბიზნესსუბიექტების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის გლობალური სისტემით იქნება დაცული. საჯარო რეესტრი ბლოკჩეინში ოფიციალური ციფრული ხელმოწერით დამოწმებულ მონაცემებს გადააგზავნის, რითიც განხორციელებული ტრანზაქციის ნამდვილობას და უტყუარობას დაადასტურებს. ამონაწერის შესახებ ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმება ნებისმიერ დაინტრესებული პირისთვის იქნება შესაძლებელი.

ბლოკჩეინი მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა. ტრადიციული მონაცემთა ბაზებისგან განსხვავებით, იგი დაცულია როგორც კიბერ შეტევებისგან, ისე ფიზიკური განადგურებისგან, რადგან მასში არსებული ჩანაწერები არა ერთ კონკრეტულ ადგილას, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათიათასობით კომპიუტერში ინახება. რომელიმე მონაცემში საეჭვო მანიპულაციის ნებისმიერ მცდელობას ქსელის ყველა კომპიუტერი ავტომატურ რეჟიმში ბლოკავს.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ მიღწევას უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციისას გამოიყენებს.

BitFury Group-ის დაინტერესება და პარტნიორობის სურვილი საჯარო რეესტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებულმა ინფრასტრუქტურამ, ასევე, მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების რეიტინგში (Doing Business) საქართველოს წამყვანმა პოზიციამ განაპირობა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.