"საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების შეჩერება მაუწყებლობის კანონს ეწინააღმდეგება" - ანა დაბრუნდაშვილი
კანონით მაუწყებლობის შესახებ განსაღვრულია საზოგადოებრივი მაუწყებლის
ვალდებულებები, რაც არხზე საინფორმაციო გამოშვებასთან ერთად,
სოციალურ-პოლიტიკური, საბავშვო გადაცემებისა და წინასაარჩევნო
დებატების არსებობას ითვალისწინებს.
აქედან გამომდინარე "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში"
მიაჩნიათ, რომ ვასილ მაღლაფერიძის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის
განვითარების სამწლიანი გეგმა, მაუწყებლობის კანონს არღვევს.
არხის გენერალური დირექტორის თქმით, სამეურვეო საბჭოს მიერ მისი
გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, რეფორმის ფარგლებში 2018 წლამდე
მოამბის გარდა ყველა გადაცემა შეჩერდება, ასევე განხორციელდება
თანაშრომლების ოპტიმიზაცია, გამოთავისუფლებული 15 მლნ. ლარი კი
ტელევიზიის ტექნიკურ აღჭურვას, ახალ შენობასა და რეგიონულ ოფისებს
მოხმარდება.
არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნით, რომ გარდა მაუწყებლობის კანონის
დარღვევისა, მაღლაფერიძის მიერ წარმოდგენილი გეგმას რადიკალურად
აფასებენ. ანა დაბრუნდაშვილის თქმით რეფორმა ბევრ კითხვას ბადებს,
მათზე დასაბუთებული პასუხის გაცემა კი არხის გენერალურმა დირექტორმა
პრეზენტაციის დროს ვერ შეძლო.