საზოგადოება
რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დროებითი მოთავსების იზოლატორი გაიხსნა
რუსთავში შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული დროებითი მოთავსების განახლებული იზოლატორი გაიხსნა. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი უშანგი პაპუაშვილი და დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.

განახლებული იზოლატორი, რომლის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სრულად შეესაბამება თანამედროვე, დასავლურ სტანდარტებს. მისი რეკონტრუქციისას გათვალისწინებული იქნა, დროებითი მოთავსების იზოლატორებთან დაკავშირებით, ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის სტანდარტები და საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები.

განახლებული ორსართულიანი შენობა აღჭურვილია ახალი ტექნიკით, ავეჯითა და ინვენტარით. სამედიცინო პუნქტში მუდმივად იმყოფება მედიცინის მუშაკი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, იზოლატორში მოთავსებულ პირებს, კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.

დროებითი მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის შესაბამისად, შსს მუდმივად ახორციელებს იზოლატორების რეაბილიტაციას. 2015-2016 წლებში, რუსთავის მსგავსად, სრულიად რეაბილიტირდა ქუთაისისა და ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორები.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: გახსნა / რუსთავი /
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.