საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეები დღეს გედევან ფოფხაძეს შეხვდებიან
საფინანსო კომპანია "საქართველოს" მეანაბრეები დღეს პარლამენტის
დეპუტატს გედევან ფოფხაძეს შეხვდებიან
როგორც ერთ-ერთმა მოანაბრემ, აქციის მონაწილემ, თინათინ შერვაშიძემ
განაცხადა შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილე გედევან ფოფხაძესთან 17:00 საათზეა დანიშნული. მისივე თქმით,
დეპუტატთან შეხვედრისას ერთ-ერთ საკითხად საქართველოს
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას დააყენებენ.