წინასაარჩევნოდ გამოკითხულთა 73% ინფორმაცია ტელევიზიებიდან მიიღო
რა იყო პარტიების და კანდიდატების
შესახებ ინფორმაციის მთავარი წყარო? გამოკითხულთა 73%-მა უპასუხა, რომ
წინასაარჩევნოდ ინფორმაცია ტელევიზიების საშუალებით მიიღო.
6%-სთვის ინფორმაციის მთავარ წყაროს ინტერნეტი წარმოადგენდა,
გაზეთების საშუალებით მიიღო ინფორმაცია გამოკითხულთა
1%-მა.
NDI-ს
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის
პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის
საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.
NDI-ის
კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და
თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს
CRRC-საქართველო.