"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის თანახმად,
გამოკითხულთა უმრავლესობა - 47 % ფიქრობს, რომ 2012 წლის ოქტომბრისა
და 2016 წლის არჩევნების პერიოდში ზეწოლის ფაქტები არ ყოფილა.
გამოკითხულთა 17 % მიიჩნევს, რომ 2012 წლის არჩევნების პერიოდში მეტი
ზეწოლა იყო, ვიდრე 2016 წლის არჩევნების დროს. 10% კი აცხადებს, რომ
ზეწოლა თანაბარი იყო. 11%-ის აზრით, 2016 წლის არჩევნებზე მეტი ზეწოლა
იყო, ვიდრე 2012 წელს.
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის
პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის
საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და
თანამშრომლობის სააგენტო
(Sida)
და ატარებს
CRRC-საქართველო.