ბორჯომში ხვალ სიმბოლური განბანვა გაიმართება
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 18 იანვარს, ბორჯომში,
ტრადიციული განბანვის რიტუალი შესრულდება.
მდინარე მტკვარზე სიმბოლური განბანვა 19:00 საათზე დაიწყება. 16:00
საათზე კი წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში ლოცვა გაიმართება,
რომელსაც ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე აღავლენს.
განბანვის რიტუალი გასული წლების მსგავსად ბორჯომში, ცენტარლური
საფეხბურთო მოედნის მოპირდაპირე მხარეს, მდინარე მტკვარზე გაიმართება.