NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა
16:28 / 16.01.2017
როგორია საზოგადოების დამოკიდებულება
ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან,
თვითმმართველობასთან და ქალების პოლიტიკურ ჩართულობასთან
დაკავშირებით.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ძირითადად ამ ოთხი
მიმართულებით იძლევა შედეგების შეფასების შესაძლებლობას.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58
%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო
ადგილებია.კითხვაზე: რომელი
ეროვნული საკითხია თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის ყველაზე
მნიშვნელოვანი, გამოკითხულთა უმრავლესობა ფასების ზრდას და ინფლაციას,
სიღარიბეს, ტერიტორიული მთლიანობას და პენსიებსაც ასახელებს.
გამოკითხულთა 36% მიიჩნევს,
რომ საქართველო განვითარების მხრივ საერთოდ არ იცვლება. 32%
მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. 27% კი ფიქრობს,
რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
როგორი გავლენა ექნებოდა
საქართველოზე პარლამენტის წევრი ქალების რაოდენობის გაზრდას? ამ
კითხვაზე 56% დადებითად პასუხობს, 8% - უარყოფითად.
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში
ჩატარდა და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული
ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით
გამოიკითხა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევის შედეგების
საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს
შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო
(SIDA) და ატარებს CRRC საქართველო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.