ადგილობრივი მთავრობა ახორციელებს თუ არა თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს - NDI-ს კვლევა
დედაქალაქში გამოკითხულთა 44%
ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს
ახორციელებს, 52% კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
ახალციხეში 58% თვლის, რომ მთავრობა მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს
ახორციელებს, 36% კი ამ ცვლილებებს მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს.
განსხვავებულად ფიქრობენ გამოკითხულები ქუთაისში 61% მთავრობის
მიერ განხორციელებულ ცვლილებებს მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს, 44% კი ამ
ცვლილებებს დადებითად აფასებს. ბათუმში 5% ცვლილებებს უარყოფითად
აფასებს, 41% დადებითად.
NDI-ს კვლევის საველე
სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და მის
ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით), 3 141 პირი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევის შედეგების საშუალო
ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია. NDI-ის კვლევებს
აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის
სააგენტო (SIDA) და ატარებს CRRC საქართველო.